დიპლომატია რუსული აგრესიის წინააღმდეგ

„უნდა გვქონდეს ახლო პარტნიორობა საქართველოსთან, უნდა გავაგრძელოთ საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობა, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, გვჭირდება თანამშრომლობა დემოკრატიული მედეგობის განმტკიცებაში“, – ამბობს ეუთო-ში აშშ-ის ელჩი. ამ საკითხზე მაიკლ კარპენტერმა საქართველოს პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა. დიპლომატი აცხადებს, რომ ამერიკამ და საქართველომ, როგორც თანამოაზრე პარტნიორებმა და ქვეყნებმა, თანამშრომლობა უნდა გააღრმაონ. ამასთან, მაიკლ კარპენტერის თქმით, საქართველო ნათელი მაგალითია რუსეთის მიერ შეუსრულებელი ვალდებულებების.