„შერატონ გრანდ მეტეხი პალასმა“ მუსიკოს დინი ვირსალაძის სოლო კონცერტს უმასპინძლა. მუსიკოსთან ერთად, კომპოზიციები შეასრულეს მისმა მეგობრებმა და უცვლელმა პარტნიორებმა თბილისის მერიის „ბიგ ბენდიდან“. შესრულდა სხვადასხვა ჯაზური ნაწარმოებები და თავად დინი ვირსალაძის საავტორო კომპოზიციები.