„დინამო თბილისი“ - „ტირანა“ პირველ არხზე

„დინამო თბილისი“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ მატჩს ალბანურ „ტირანასთან“ ჩაატარებს.

მატჩის წინა პრესკონფერენცია ორივე გუნდმა „დინამო არენას“ მედია დარბაზში გამართა. მთავარმა მწვრთნელებმა გუნდების შანსები თანაბრად შეაფასეს. შეხვედრა უმაყურებლოდ გაიმართება.

მატჩი თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.