„დინამო თბილისი“-„ფეიენოორდის“ მატჩი საქართველოს პირველ არხზე

„დინამო თბილისმა“ და საქართველოს პირველმა არხმა რამდენიმე წუთის წინ დაასრულეს ჰოლანდიურ მხარესთან მოლაპარაკება.

მიღწეულია შეთანხმება, რომლის თანახმადაც, ხვალ, 8 აგვისტოს, 21.30 საათზე საქართველოს პირველი არხი აჩვენებს რეპორტაჟს როტერდამიდან, სადაც ერთმანეთს ხვდებიან „ფეიენოორდი“ და „დინამო თბილისი“.

„ფეიენოორდი“ და „დინამო თბილისი“ ერთმანეთს ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში დაუპირისპირდებიან.