„დინამო“ საქართველოს ჩემპიონია

თბილისის „დინამო“ წყალბურთში საქართველოს ჩემპიონია.

ოქროს მედლებისთვის შეხვედრაში თბილისის „დინამო“ „თბილისს“ დაუპირისპირდა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 16:9 დაამარცხა. პირველი ტაიმი „თბილისმა“ ანგარიშით 3:2 მოიგო. „დინამომ“ მდგომარეობა მეორე ნახევარში გამოასწორა, უპირატესობა გაზარდა და საბოლოოდ შვიდბურთიანი სხვაობით გაიმარჯვა.

დასკვნით ტურში ექვსი გუნდი მონაწილეობდა. მესამე ადგილზე „არენა“ გავიდა, რომელმაც ბოლო ტურში „სპორტ მენეჯმენტი“ ანგარიშით 12:11 დაამარცხა. საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებული თბილისის „დინამო“ 22 ნოემბრიდან ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს. არ არის გამორიცხული, ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი ჯგუფური ეტაპის მატჩებს თბილისელებმა უმასპინძლონ, რადგან საქართველოში სტაბილური ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა.