წყალბურთის კლუბი „დინამო თბილისი“ დღეს სპორტკომპლექს „ოლიმპიკის“ აუზზე Euro Cup-ის ტურნირის მერვედფინალში ხორვატულ გუნდს შეხვდება. თბილისის „დინამოს“ ისტორიაში პირველად აქვს შანსი, პრესტიჟული საკლუბო ტურნირის რვა გუნდში იასპარეზოს. თბილისელები ხორვატული ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, მეოთხედფინალურ მატჩებს 6 და 27 აპრილს გამართავენ. დღევანდელი შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას პირველი არხი 19:00 საათიდან შემოგთავაზებთ.