„დინამო ბათუმის“ ფანკლუბი განცხადებას ავრცელებს. მათი თქმით, კლუბი სერიოზულ ფინანსურ კრიზისშია. „დინამოს“ აქვს სისტემური დავალიანება, რომელიც, მათი განცხადებით, მილიონ ლარს აჭარბებს. განცხადებაში ნათქვამია ისიც, რომ თანხის არქონის შემთხვევაში, კლუბს შესაძლოა, ევროპულ ტურნირებში მონაწილეობაზე უარი ეთქვას. ფანკლუბი მოუწოდებს ადგილობრივ ბიზნესსექტორს, მხარი დაუჭირონ კლუბს და დაეხმარონ კრიზისიდან გამოსვლაში. მათი თქმით, დავალიანების დაფარვის ვადა 15 ივლისს იწურება.