„დინამო არენაზე“ ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი გაიმართება

ქართულ სცენას კიდევ ერთი მსოფლიო ვარსკვლავი დაიკავებს.

პროექტ Starring Georgia-ს ფარგლებში, „დინამო არენაზე“ ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი გაიმართება. პოპ-მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შემსრულებელი, კონცერტს 23 ივლისს „დინამო არენაზე“ გამართავს. ჯასტინ ტიმბერლეიკი 30 წელზე მეტია სცენაზე დგას და მსოფლიო მასშტაბით მისი 54 მილიონზე მეტი ალბომია გაყიდული. ბილეთების გაყიდვა სამშაბათს, 8 აპრილს, დღის 12:00 საათზე დაიწყება.