დინამო - არარატი 0:0 (პენ. 4:3) – 1973 წ.

ფეხბურთი, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის მე–12 ტურის მატჩი. 1973 წლის 17 ივნისი. ლოკომოტივის სტადიონი.

დინამო თბილისი – არარატი ერევანი 0:0 (პენელტებით 4:3)

საბჭოთა კავშირის რიგით 35–ე ჩემპიონატის რეგლამენტის მიხედვით, ექსპერიმენტის სახით, ფრედ დასრულებული შეხვედრის შემდეგ ინიშნებოდა პენალტების სერია. 11–მეტრიანების სერიაში გამარჯვებული გუნდი იღებდა 1 ქულას, დამარცხებული კი უქულოდ რჩებოდა. (ძირითად დროში გამარჯვებული იღებდა 2 ქულას).