დიმიტრი ქუმსიშვილის სამუშაო ვიზიტი ჩინეთში

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი მოხსენებით გამოვიდა ჩინეთის სახალხო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ერთობლივ კონფერენციაზე, რომელიც ერთი გზა, ერთი სარტყელის ინიციატივას მიეძღვნა.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, აღნიშნული ინიციატივა მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს ყველა მონაწილე ქვეყანას, რადგან იგი ხელს უწყობს რეგიონულ თანამშრომლობას, სახელმწიფოებს შორის ინფრასტრუქტურისა და სატრანსპორტო კავშირების განვითარებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში ახალი ლოგისტიკური ცენტრების, სამუშაო ადგილებისა და შესაბამისად, ახალი დამატებითი ღირებულებების შექმნისთვის.

კონფერენციის ფარგლებში, პირველმა ვიცე-პრემიერმა შეხვედრა გამართა ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან, სადაც მომავალი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა.