დიმიტრი ქუმსიშვილი სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. მინისტრმა სტუდენტებს ქვეყნის ეკონომიკის განვითარების, მიმდინარე და დაგეგმილი სტრუქტურული და ინსტიტუციონალური რეფორმების შესახებ საქართველოს მთავრობის ხედვა წარუდგინა.

მინისტრმა ისაუბრა სამთავრობო პროგრამებზე, რომელთა მიზანიც ბიზნესის და ინოვაციური იდეების მხარდაჭერაა. მათ შორის, ყურადღება გამახვილდა სტარტაპების და ინოვაციური იდეების მხარდამჭერ პროგრამებზე და ასევე პროგრამაზე „აწარმოე საქართველოში“.