დიმიტრი ქუმსიშვილი გუდაურში მომხდარ ფაქტზე დამოუკიდებელი ექსპერტების დასკვნის აუცილებლობაზე საუბრობს

გრძელდება მოლაპარაკებები სხვა ევროპულ კომპანიებთანაც, რომელთა სპეციალისტებიც, ქართველ სამართალდამცველებს მომხდარის მიზეზების დადგენაში დაეხმარებიან, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა განაცხადა. დიმიტრი ქუმსიშვილი დამოუკიდებელი დასკვნის აუცილებლობაზე საუბრობს.

მთის კურორტზე კი ტურისტული სეზონი გრძელდება. როგორც ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, ერთ-ერთმა დაზარალებულმა, რომელიც კლინიკიდან უკვე გაეწერა, გუდაურში დაბრუნება ითხოვა.