დიმიტრი ხუნდაძის გამოხმაურება

„ქართული ოცნებიდან“ ცოტა ხნის წინ წასული დიმიტრი ხუნდაძე საპარლამენტო ოპოზიციის განცხადებას ეხმაურება.

მისი თქმით, როდესაც ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, ლეგიტიმური კითხვები ისმება და პასუხები არ ჩანს, ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაც ხდება. თუმცა მიაჩნია, რომ კითხვების დასმის თავდასხმად მონათვლა არასწორია. „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი აცხადებს, რომ ქვეყნის უსაფრთხოება უპირატესია ნებისმიერ საკითხთან მიმართებაში. მისი თქმით, თანამოაზრეებთან ერთად დაფუძნებული მოძრაობა „ხალხის ძალა“ საქართველოში მშვიდობისა და პოლიტიკური სტაბილურობის გარანტი იქნება.