დიმიტრი გულიას სახელობის სტიპენდია წარჩინებული სტუდენტებისთვის

12:32, 16.12.2025

თეა ახვლედიანმა ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან წარჩინებულ სტუდენტს, დიმიტრი გულიას სახელობის სახელმწიფო სტიპენდია და შესაბამისი სერტიფიკატი გადასცა. 2025-2026 სასწავლო წელს, დიმიტრი გულიას სახელობის სტიპენდიატი გახდა გიორგი გამისონია, რომელმაც ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის, გალის რაიონის სოფელ საბერიოს საშუალო სკოლა დაამთავრა და ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარების შედეგად, სტუდენტი გახდა. სახელობითი სტიპენდია 600 ლარის ოდენობით, მას ყოველთვიურად ოთხი სასწავლო წლის განმავლობაში გადაეცემა. დიმიტრი გულიასა და კოსტა ხეთაგუროვის სახელობის სტიპენდიები, 2018 წლიდან სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით დაარსდა და განკუთვნილია ოკუპირებული ტერიტორიებიდან იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო შედეგებს აჩვენებენ.

მსგავსი