„დიფ სთეითს" გავლენების მცდელობა - შეფასებები

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „დიფ სთეითს” საქართველოში მარიონეტული ხელისუფლება სურს. მისი თქმით, გარკვეულ ძალებს სჭირდებათ ჰყავდეთ მორჩილი ხელისუფლება, რათა მართონ სხვადასხვა პროცესის დროს. „თუ შევხედავთ ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, მგონი მივხვდებით, რატომაც სჭირდება ზოგიერთებს, რომ ხელში ეჭიროთ საკონსტიტუციო თუ სხვა სასამართლო იმისთვის, რომ ზუსტად ასე, არჩევნები ააყირაონ, როგორც აყირავებენ სხვა ქვეყნებში სასამართლოს მეშვეობით.“ – აცხადებს პაპუაშვილი. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას არასერიოზულს უწოდებს ოპოზიცია.