დასავლეთ საქართველოში ისევ დიდთოვლობის შედეგებს ებრძვიან. ერთ-ერთი ყველაზე რთული ვითარება გურიაში იყო, სადაც ამ დროისთვის თითქმის სრულად არის გაწმენდილი ცენტრალური გზები. თუმცა რჩება სოფლები, რომელთა ცენტრამდე დაკავშირება თოვლის საფარის გამო ამ დრომდე ვერ ხერხდება. ბოლო მონაცემებით, რეგიონის მასშტაბით ბუნებრივი აირი 1000 ოჯახს არ მიეწოდება, ამდენივე აბონენტია ელექტროენერგიის გარეშეც.