დიდთოვლობის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები - ვითარება გზებზე

მთელი ღამის განმავლობაში თოვდა გომბორის უღელტეხილზე. ლიპყინულის გამო ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეზღუდულია, გზის ამ მონაკვეთზე გადადგილება დაშვებულია მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანებით. უამინდობამ პრობლემები შექმნა სხვა კუთხითაც, ლიპყინულის გამო, რამდენიმე მუნიციპალიტეტში დილიდან ტრანსპორტმა მუშაობა ვერ შეძლო. გზებზე იყრება ტექნიკური მარილი.