დიდთოვლობის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები ლანჩხუთში

დიდთოვლობის სალიკვიდაციო ღონისძიებები მიმდინარეობს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტშიც. სუფთავდება სოფლის ცენტრამდე მისასვლელი გზები. ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება 80 ოჯახს, ხოლო ბუნებრივი აირის გარეშე 5 აბონენტია. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, გურიის სამივე მუნიციპალიტეტში, მათ შორის, ლანჩხუთში ჰუმანიტარული დახმარება ჩავიდა, რომელიც დაზარალებულ მოსახლეობას გადაეცემა. სურსათის დარიგების პროცესში ჩართულია, როგორც ადგილობრივი ხელისუფლება, ისე თავდაცვის ძალები.