დასავლეთ საქართველოში ისევ დიდთოვლობის შედეგებს ებრძვიან. სალიკვიდაციო სამუშაოები რეგიონებში აქტიურად მიმდინარეობს. ერთ-ერთი ყველაზე რთული ვითარება გურიაში იყო, სადაც ამ დროისთვის თითქმის სრულად არის გაწმენდილი ცენტრალური გზები. თუმცა რჩება სოფლები, რომლებთან ცენტრამდე დაკავშირება თოვლის საფარის გამო ამ დრომდე ვერ ხერხდება. ბოლო მონაცემებით, რეგიონის მასშტაბით ბუნებრივი აირი 1000 ოჯახს არ მიეწოდება, ამდენივე აბონენტია ელექტროენერგიის გარეშეც.
როგორ მიმდინარეობს დიდთოვლობის სალიკვიდაციო სამუშაოები გურიაში? – ნათია ქენქაძე და დავით ცირიკიძე მუშაობენ გურიაში.