უწყვეტ რეჟიმში მუშაობს მუნიციპალური სამსახურები ბათუმშიც. მერიის ინფორმაციით, ყველა ცენტრალური და საკვანძო გზა გაწმენდილია. დასასრულს უახლოვდება შიდა საუბნო გზების თოვლის საფარისაგან გასუფთავების სამუშაოებიც. იწმინდება ქალაქის სანიაღვრე სისტემა და ხდება გამტარუნარიანობის მონიტორინგი, მუნიციპალური ტრანსპორტი კი ქალაქში შეუფერხებლად გადაადგილდება. პარალელურად, მიმდინარეობს დიდთოვლობის შედეგად დაზიანებული სახურავებისა და საჩრდილობლების დემონტაჟი და აღდგენა.