დიდთოვლობის შედეგები აჭარაში
მთელი ღამის განმავლობაში თოვდა მაღალმთიან აჭარაში. ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში, მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 80 სანტიმეტრს აღწევს, ხოლო დაბალ ზონაში 30-40 სანტიმეტრია. გზის გაწმენდა დილიდან განახლდა. პირველ ეტაპზე ადმინისტრაციულ ცენტრებთან დამაკავშირებელი მონაკვეთები, ხოლო შემდეგ შიდა სასოფლო გზები იწმინდება. მაღალი ზონის სოფლებში დაშვებულია მხოლოდ მაღალი გამავლობის ტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტომობილების გადაადგილება შეზღუდულია.