დიდთოვლობის შედეგები კახეთში

12:07, 21.01.2026

კახეთში გამოიდარა, თუმცა, თოვლისა და ყინულის გამო, თელავში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია. მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილება შეფერხებულია ასევე ბოდბე-ნუკრიანი-სიღნაღის მიმართულებითაც. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, ინტენსიურად მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები და მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა დღის მეორე ნახევარში გახდება შესაძლებელი.

მსგავსი