დიდთოვლობა ზუგდიდში

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა. დილიდან მიმდინარეობს ადმინისტრაციულ ერთეულებში შიდა საუბნო გზებისა და ასევე ქალაქის გზების გაწმენდა. მობილიზებულია სპეცტექნიკა. შვიდ საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია. რამდენიმე საბავშვო ბაღში ბავშვები არ გამოცხადნენ. გარკვეულ უბნებს ისევ არ მიეწოდება ელექტროენერგია. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია საგანგებო რეჟიმში მუშაობს, ამოქმედებულია ცხელი ხაზიც.