დიდთოვლობა თბილისში

12:02, 20.01.2026

თბილისში ორდღიანი ინტენსიური თოვის შედეგად მოსული ნალექის გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, დედაქალაქში ყველა ცენტრალურ ქუჩაზე გზა გაწმენდილია და გადაადგილება შეუფერხებლად არის შესაძლებელი. ამჯერად კი – ტროტუარების და მეორე ხარისხოვანი გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. თბილისის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების შემთხვევაში, თბილისის მერიის ცხელ ხაზზე დარეკონ.

მსგავსი