დიდთოვლობა თბილისსა და რეგიონებში
ინტენსიური თოვა დედაქალაქში.
თბილისის ზოგიერთ უბანში თოვლის საფარმა 50 სანტიმეტრს მიაღწია. წყნეთი, კოჯორი, წავკისი, შინდისი – რთული ვითარებაა შემოერთებულ ტერიტორიებზე, სადაც პრობლემა შეექმნა მუნიციპალურ ტრანსპორტს. გზებზე იყრება ტექნიკური მარილი, ათივე რაიონში საგზაო მონაკვეთებზე მიმდინარეობს მონიტორინგი. ცენტრალურთან ერთად, იწმინდება შიდა ქუჩებიც, გააქტიურებულია მერიის ცხელი ხაზი, შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.
თბილისში ამ წუთებშიც თოვს.