ინტენსიური თოვლის გამო, გზის გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები მოქმედებს. შეზღუდულია მისაბმელიანი და ნახევრად-მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის, სურამის სატრანსპორტო კვანძი-ბორითის მონაკვეთზე, გუდაური-კობის მონაკვეთზე, ხაშური-ახალციხე-ვალეს მიმართულებით, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის მიმართულებით, ახალქალაქი-კარწახისა და ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზებზე, კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდისა და ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე – ხაიში-უშგულის მიმართულებით. ამავე გზის ხაიში-უშგულის მონაკვეთზე კი – მსუბუქი ავტოტრანსპორტი, მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით იმოძრავებს. ზვავსაშიშროების, ძლიერი თოვის, ცუდი ხილვადობის, ქარბუქისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია, ძირითადად მაღალმთიან რეგიონებში შემდეგ მონაკვეთებზე: ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზაზე, კურორტი გოდერძი-უტყისუბანი მონაკვეთზე, ნაქერალას უღელტეხილზე, საჩხერე-ონის გზაზე, ფარავნის უღელტეხილზე, კორშა-შატილის მონაკვეთზე, ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე და ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზის, უშგული-ლასდილის მონაკვეთზე. გზების დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ შეზღუდვებს.