ერთკვირიანმა დიდთოვლობამ ყველაზე მეტად გურიის რეგიონი დააზარალა.
ამ დრომდე რჩება პრობლემები ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და წყლის მიწოდების კუთხით. რეგიონში მუშაობენ ენერგო-პროს წარმომადგენლები, რომლებიც ცდილობენ ადგილობრივებს დენი მიწოდება, რაც შეიძლება მალე აღუდგინონ, პარალელურად ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება გზის გაწმენდითი სამუშაოები. განსაკუთრებით რთული ვითარება მაღალმთიან სოფლებშია, სადაც თოვლის საფარმა სამ მეტრს მიაღწია. რეგიონში მობილიზებულია მაღალი გამავლობის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები და სპეც ტექნიკაც. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში კი საგანგებო სიტუაციები თანამშრომლებთან და თავდაცვის ძალებთან ერთად, ჩართულები არიან მოხალისეებიც. გურიასთან ერთად დღეს გამოიდარა აჭარის რეგიონშიც, სადაც დიდთოვლობისგან გამოწვეული პრობლემების ძირითადი ნაწილი უკვე აღმოფხვრილია. აღარ თოვს იმერეთის რეგიონშიც, თუმცა ხარაგაულში ათასობით აბონენტს არ მიწოდება ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია. შესაბამის სამსახურები ცდილობენ მუნიციპალიტეტის ათეულობით სოფელში, რომელიც გარესამყაროს არის მოწყვეტილი გზები გაწმინდონ. რაც შეეხება ამინდს, სინოპტიკოსები მომდევნო დღეების განმავლობაში ძლიერ ყინვას პროგნოზირებენ.