დიდთოვლობა საქართველოში

სტიქიას ებრძვიან დასავლეთ საქართველოში.

გურიაში, აჭარასა და ზემო იმერეთში დიდთოვლობაა. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა გურიის რაიონებში, სადაც სწავლის პროცესი შეწყდა. მოსახლეობის დიდ ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ცენტრალურ და შიდა სასოფლო გზებზე საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია. ანალოგიური სურათია აჭარაშიც, სადაც სკოლები და ბაღები ორი დღით დახურეს. მუნიციპალური ტრანსპორტი არ მოძრაობს. ზღვაზე ექვს ბალამდე შტორმია. აჭარის და გურიის მაღალმთიანი სოფლების უმეტესობა გარესამყაროს არის მოწყვეტილი.