სწავლის პროცესი შეწყვეტილია ზუგდიდის სამ სკოლაში.
მაღალი ზონის სოფლების – ჯუმი, ოდიშისა და აბასთუმნის სასწავლებლები მოსწავლეთა უსაფრთხოების მიზეზით დროებით დახურულია. მოყინული გზის და რთული რელიეფის გამო სასკოლო ტრანსპორტი ვერ მივიდა სოფლების ზოგიერთ უბანში, სხვა საჯარო და კერძო სკოლებში სასწავლო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. თუმცა, დასწრება შემცირებულია. მუნიციპალიტეტში სულ 51 საჯარო და 6 კერძო სკოლაა. რეგიონში დიდთოვლობამ ძირითადად პრობლემა ფოთში შექმნა, სადაც გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად დამატებითი ტექნიკის საშუალებით ხორციელდება. რაც შეეხება სხვა მუნიციპალიტეტებს, გზები გაწმენდილია, იყრება ტექნიკური მარილი.