დიდთოვლობა სამეგრელოში
დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა ზუგდიდში. იწმინდება ქალაქის ქუჩები და სოფლამდე მისასვლელი გზები. ამ დროისთვის 22 ერთეული სპეციალური ტექნიკა მუშაობს. ინტენსიურად იყრება ტექნიკური მარილი. ასევე იწმინდება, ტროტუარები და დეკორატიული ხე მცენარეები. ავარიული გამორთვის გამო აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ეტაპობრივად მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. ზუგდიდის მერიის შესაბამისი სამსახურები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ – ამოქმედებულია ცხელი ხაზი.