დიდთოვლობა რეგიონებში - ვითარება ხულოში

მესამე დღეა ინტენსიურად თოვს ხულოში. მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარმა 1.5 მეტრს გადააჭარბა, დაბალ ზონაში კი 1 მეტრს მიაღწია. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მიმდინარეობს თოვლის საფარისგან გზის გაწმენდითი სამუშაოები, იწმინდება ადმინისტრაციულ ერთეულებთან მისასვლელი გზები, ასევე გაიწმინდა სტრატეგიული დანიშნულების ობიექტთან მისასვლელი გზა. შეფერხებები იყო დენის მიწოდების კუთხით, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ელექტროენერგიის მომარაგება აღდგენილია.

მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს რაიონებში თოვა გაგრძელდება რამდენიმე დღის განმავლობაში, 27 თებერვლიდან კი ნალექის რაოდენობა იკლებს.