დიდთოვლობა რეგიონებში – ვითარება კახეთში

12:03, 20.01.2026

კახეთში აღარ თოვს, თუმცა ვაზიანი-გომბორი-თელავის დამაკავშირებელ გზაზე შეზღუდვები ისევ ძალაში რჩება. გზის ამ მონაკვეთზე გადაადგილება დაშვებულია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვის. ადგილზე ვითარებას საპატრულო ეკიპაჟები აკონტროლებენ. რეგიონში მუნიციპალური ტრანსპორტი მას შემედეგ აღდგება, რაც მეტეოროლოგიური პირობები გაუმჯობესდება. ამ დრომდე ცენტრალურ ქუჩებზე აქტიურად მუშაობს მძიმე ტექნიკა და იყრება ტექნიკური მარილი. ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ავტომობილები შეუფერხებლად გადაადგილდებიან.

მსგავსი