განსაკუთრებით რთულია ვითარება გურიაში. საავტომობილო გზის ზოგიერთ მონაკვეთზე ტრანსპორტით გადაადგილება შეუძლებელია. მოგლეჯილია ხეები. ჩახერგილია გზები. რამდენიმე სოფელს არ მიეწოდება გაზი, ელექტროენერგია და ინტერნეტი. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით მობილიზებული არიან გაზმომარაგებისა და „ენერგო პრო ჯორჯიას“ ჯგუფები, საგანგებო რეჟიმზეა გადასული ყველა შესაბამისი სამსახური. იწმინდება მთავარი გზები; შიდა გზებზე კი იყრება ტექნიკური მარილი. გურიაში თოვა გრძელდება.