დიდთოვლობა რეგიონებში - ვითარება გურიაში

სტიქია დასავლეთ საქართველოში  – ყველაზე რთული ვითარება გურიაშია. პრობლემები რჩება ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და წყლის მიწოდების კუთხითაც. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშოებში, თავდაცვის ძალებსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, ჩართულები არიან მოხალისეებიც. პრემიერის ხელმძღვანელობით, საკოორდინაციო შტაბის წევრები ამ წუთებში ოზურგეთში იმყოფებიან, სადაც მორიგი სხდომა გაიმართა.