დიდთოვლობის გამო ყველაზე რთული ვითარება კვლავ გურიაშია. ამ დრომდე გარესამყაროს არის მოწყვეტილი მუნიციპალიტეტის სოფლების ნაწილი. ადგილობრივებთან მისვლა და მათთან დაკავშირება ვერ ხერხდება. პრობლემებია ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და წყლის მიწოდების კუთხით. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში თავდაცვის ძალებთან და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად ჩართულები არიან მოხალისეებიც.
თეა აბსარიძის ჩართვა ბოლო ინფორმაციით.