ინტენსიურად იწმინდება გზები და ტროტუარები ფოთშიც. იყრება ტექნიკური მარილი. ამ დროისთვის ქალაქში ელექტროენერგია 6000-მდე აბონენტს არ მიეწოდება. ადგილობრივ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ აღდგენითი სამუშაოები უწყვეტად მიმდინარეობს და 17:00 საათისთვის ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგება. მოსალოდნელი უამინდობის გამო, ორშაბათს და სამშაბათს, ფოთის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დროებით შეჩერდება.