დიდთოვლობა რეგიონებში - სალიკვიდაციო სამუშაოები

დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. იწმინდება ცენტრალური და სოფლებამდე მისასვლელი გზები. მუშაობს სპეციალური ტექნიკა და ცოცხალი ძალა. იმ ადგილებში, რომლებიც ამ დრომდე მიუდგომელია, მაშველები ფეხით გადაადგილდებიან, რათა მოქალაქეებთან კონტაქტზე გასვლა შეძლონ.

ისევ რთულია ვითარება გურიაში, სადაც ერთი კვირის განმავლობაში გადაუღებლად თოვდა. დიდთოვლობის გამო, მოსახლეობას არ მიეწოდებოდა გაზი და ელექტროენერგია, თუმცა, ბოლო მონაცემებით, ამ დროისთვის კომუნალური სერვისების გარეშე 2 000-მდე აბონენტი რჩება.

რა ხდება დასავლეთ საქართველოში და როგორ მიმდინარეობს დიდთოვლობის სალიკვიდაციო სამუშაოები – ნათია ქენქაძეს ჩავრთავთ გურიიდან პირდაპირ ეთერში, რომელმაც ოპერატორ დავით ცირიკიძესთან ერთად, განსაკუთრებით რთულ ტერიტორიაზე მოახერხა შესვლა.