დიდთოვლობა რეგიონებში

თითქმის მთელი საქართველოდან ჩასული ელექტრიკოსები გურიასა და აჭარაში საგანგებო ვითარებაში მუშაობას განაგრძობენ.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ადგილობრივ და დამატებით ტექნიკურ ბრიგადებს ხშირ შემთხვევაში ფეხით უწევთ დაზიანების ადგილებამდე მისვლა, რადგან დიდთოვლობის გამო სპეციალურ ტექნიკას უჭირს გადაადგილება. ამ დროისთვის ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება დასავლეთ საქართველოს აბონენტების დაახლოებით 8 %-ს. განსაკუთრებით რთული ვითარებაა გურიაში, სადაც აქ არსებული აბონენტების დაახლოებით 28%, 16 000 აბონენტი რჩება ელექტროენერგიის გარეშე.