უამინდობა და უხვი ნალექია საქართველოში. რამდენიმე რეგიონში დიდთოვლობისგან გამოწვეულ პრობლემებს ებრძვიან. მუნიციპალური სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ გურიასა და აჭარაში. ბათუმში ქუჩები და ტროტუარები თოვლის საფარისგან იწმინდება. იყრება ტექნიკური მარილი. ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ უწყვეტად გრძელდება ქალაქის სანიაღვრე სისტემის წმენდა და ამ ეტაპისთვის ზღვაში გამსვლელი ყველა არხი გამტარუნარიანია. ქალაქში მობილიზებულია 40 ერთეულზე მეტი სპეცტექნიკა და 500-მდე თანამშრომელი. მუნიციპალური ტრანსპორტი შეუფერხებლად გადაადგილდება.