დიდთოვლობა რეგიონებში

უამინდობაა საქართველოს მასშტაბით – დიდთოვლობამ რეგიონებში პრობლემები შექმნა. საავტომობილო გზებზე დაწესდა შეზღუდვები. რამდენიმე სოფელში ამ დრომდე პრობლემაა ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდება. მუნიციპალიტეტებში შესაბამისი ჯგუფები მუშაობენ. იყრება ტექნიკური მარილი, იწმინდება გზები და სანიაღვრე ჭები. გურიაში დიდთოვლობის გამო გაუქმდა მატარებლების რამდენიმე რეისიც.

სინოპტიკოსები ძლიერ ყინვასა და თოვას მომავალ დღეებშიც ელოდებიან. ზღვაზე მოსალოდნელია ძლიერი ქარი და ექვსბალიანი შტორმი. მთიან და მაღალმთიან რაიონებში კი ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროებაა.