დიდთოვლობა რეგიონებში

12:18, 22.02.2025

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, გზის გაწმენდის სამუშაოები კი 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. ამ ეტაპისთვის რამდენიმე სოფელს არ მიეწოდება ელექტროენერგია, ამიტომ ადგილზე „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ჯგუფები მუშაობენ. წყლის მიწოდება შეწყდა დაბაში, სადაც ასევე უწყვეტად მიმდინარეობს სამუშაოები.

 

მსგავსი