დიდთოვლობა იმერეთში

15:20, 18.02.2023

იმერეთის რეგიონში უხვი ნალექისგან გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება. 12-ვე მუნიციპალიტეტში მუშაობს სპეცტექნიკა და იწმინდება როგორც ქალაქის, ასევე სოფლების შიდა საუბნო გზები. ზოგიერთ დასახლებას ელექტროენერგია ამ დრომდე შეზღუდვით მიეწოდება. ადგილზე კომპანია „ენერგო-პროს“ ჯგუფები მუშაობენ.

იმერეთის გუბერნატორის ინფორმაციით, შედარებით მძიმე მდგომარეობა ჭიათურაში, ბაღდათსა და ზესტაფონშია. ათობით სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი.

შეგახსენებთ, რომ რეგიონში სამი დღის განმავლობაში ინტენსიურად თოვდა.

მსგავსი