სამაშველო ჯგუფმა ლენტეხის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ ცანაში მყოფი ერთადერთი მაცხოვრებელი მოინახულა. ის უსაფრთხოდ იმყოფება. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, მასთან სატელეფონო კომუნიკაცია რამდენიმე დღის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა, რის გამოც სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და სამაშველო ჯგუფების მიერ ძებნა-შველის ოპერაცია განხორციელდა. გავრცელებული ინფორმაციით, სამაშველო ჯგუფების წარმომადგენლებმა 15-კილომეტრიანი გზის ფეხით გავლა ათ საათში მოახერხეს.