დასავლეთ საქართველოში ისევ დიდთოვლობის შედეგებს ებრძვიან – გურიაში გამოიდარა და მთავარი აქცენტი ახლა სოფლებამდე მისასვლელ გზებზე კეთდება. აქტიურად მუშაობს სპეციალური ტექნიკა და შესაბამისი ჯგუფები. პროგრესია ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის მიწოდების კუთხითაც, ამ დროისთვის კომუნალური სერვისების გარეშე 2 ათასამდე აბონენტია.
გურიაში მუშაობს „მოამბის“ გადამღები ჯგუფი და ახლა ოზურგეთის მუნიციპალიტეტიდან პირდაპირ ეთერში საუბარს ნათია ქენქაძე განაგრძობს.