დიდთოვლობა დასავლეთ საქართველოში

15:01, 30.12.2025

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტში დიდთოვლობამ გარკვეული სახის შეფერხებები შექმნა. ამ დროისთვის მუნიციპალიტეტებში თოვლის საფარისგან გზის გაწმენდის და ელექტროენერგიის აღდგენის სამუშაოები, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და ყველა პრობლემურ მონაკვეთს მოიცავს. დიდთოვლობიდან გამომდინარე, გადაადგილება გართულებულია შიდა სასოფლო გზებზე, რომელთა წმენდაც მუნიციპალიტეტების მიერ შემუშავებული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად ხორციელდება. აქტიურად იწმინდება მუნიციპალიტეტების ცენტრალური ქუჩები. მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების გამო, ამ დროისთვის ელექტროენერგიის მიწოდება შეწყვეტილია რეგიონის ორ მუნიციპალიტეტში – ცაგერსა და ლენტეხში. ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია ამბროლაურისა და ონის, მხოლოდ ქალაქის ნაწილში რჩება სოფლები, სადაც აქტიურად მუშაობენ ჯგუფები. მუნიციპალიტეტებში მოქალაქეებისთვის ამოქმედებულია ცხელი ხაზები.

მსგავსი