სამი დღის განმავლობაში გადაუღებლად თოვდა ქუთაისში.
გადაადგილება გართულებული იყო როგორც ავტომანქანებით, ასევე ფეხით მოსიარულეებისთვის. შეფერხებით მუშაობდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ადგილობრივების ნაწილი ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამს. სკოლებში სწავლის შეწყვეტა არ გამოცხადებულა, თუმცა საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით, დასწრება მინიმალურია. ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, გრძელდება გზების გაწმენდა თოვლის საფარისგან. სამუშაოები მიმდინარეობს როგორც ცენტრალურ, ასევე, რთული რელიეფის მქონე უბნებსა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებთან. დიდთოვლობის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია, როგორც მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული, ისე კერძო სექტორის სპეცტექნიკა.