დიდთოვლობა ქუთაისის მუნიციპალიტეტში

18:05, 30.12.2025

ქუთაისის მუნიციპალიტეტში ინტენსიურად მოსულმა თოვლმა გარკვეული პრობლემები შექმნა. ორი დღეა ინტენსიურად იწმინდება, როგორც ცენტრალური ქუჩები, ასევე, საუბნო საავტომობილო გზები, თუმცა გადაუღებელი ნალექის გამო, ქალაქის ქუჩებში ავტოტრანსპორტი კვლავ შეფერხებით გადაადგილდება. გაწმენდით სამუშაოებში ჩართულია, როგორც მუნიციპალური სამსახურები, ასევე, კერძო სექტორიც. დიდთოვლობის გამო ელექტროენერგია პერიოდულად არ მიეწოდება მოსახლეობის ნაწილს. აღდგენითი სამუშაოები ეტაპობრივად მიმდინარეობს.

მსგავსი