დიდთოვლობა მაღალმთიან აჭარაში

ხულოში წუხელ მოსული თოვლის გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა სოფლების, რიყეთისა და დანისპარაულის 200 აბონენტს.

„ენერგო პრო-ჯორჯიას“ წარმომადგენლის ინფორმაციით, სოფელბს ელ-ენერგიის მიწოდება დღის ბოლომდე აღუდებათ. გოდერძის უღელტეხილზე თოვლის საფარმა ერთ მეტრს გადააჭარბა, მაღალი ზონის სოფლებში კი თოვლის საფარი 60 სმ აღწევს. ხულოს მერიის ცნობით, საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების ცენტრამდე.

დიდთოვლობაა შუახევშიც, მეწყერი ჩამოწვა შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუთურაულში. მიწის მასა ორ საცხოვრებელ სახლთან ჩამოიშალა. გახდება თუ არა საჭირო ოჯახების განსახლება, ეს გეოლოგების დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი.