შუახევის, ქედის, ხელვაჩაურის და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში თოვლის საფარისგან საავტომობილო გზების გაწმენდა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სამუშაოებში ჩართულია აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკები და ადამიანური რესურსი. ამ დროისთვის თოვლის საფარისგან იწმინდება ადმინისტრაციულ ცენტრებთან მისასვლელი საავტომობილო გზები. მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში რეკომენდებულია მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება, მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.