დიდთოვლობა მაღალმთიან აჭარაში

აჭარაში დიდთოვლობაა.

მაღალმთიანი სოფლების უმრავლესობაში შეფერხებულია როგორც გადაადგილება, ასევე ელექტროენერგიის მიწოდება. მთავარი პრობლემა ბათუმი-ახალციხის ცენტრალური მაგისტრალია, კერძოდ ხულო- გოდერძის დამაკავშირებელი მონაკვეთი, სადაც, მაღალი გამავლობის ტრანსპორტით მოძრაობაა შეზღუდული. აჭარის საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, ადმინისტრაციულ ერთეულებში მისასვლელი გზების გაწმენდა დასრულდა და დაწყებულია შიდა სასოფლო გზების მოწესრიგებაც.

ხულოსა და შუახევში პრობლემები რჩება ელექტროენერგიის მიწოდების მხრივ. ამ დრომდე აბონენტების ნაწილი შუქის გარეშეა დარჩენილი.„ენერგო პრო-ჯორჯიაში“ განმარტეს, რომ შეფერხებების აღმოსაფხვრელად ტექნიკური ჯგუფები დილიდან მუშაობენ.